ადამიანის ეკოლოგიური უფლება

ადამიანის ეკოლოგიური უფლება
ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით ადამიანის უფლებების არსებულ სიას უნდა დაემატოს ადამიანის ეკოლოგიური უფლება. მაგ. 1994 წლის ადამიანის უფლებების და გარემოს შესახებ დეკლარაციის პროექტი აცხადებს: „ყველა პიროვნებას აქვს უფლება უსაფრთხო, ჯანმრთელ და ეკოლოგიურად მდგრად გარემოზე. ეს უფლება და სხვა ადამიანის უფლებები სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების ჩათვლით არის საყოველთაო, ურთერთდამოკიდებული და განუყოფელი.” ზოგიერთი ადამიანი, განსაკუთრებით ეკოლოგები, აკრიტიკებენ ადამიანის ეკოლოგიური უფლების მოთხოვნას. ისინი შიშობენ, რომ თუ ადამიანის სოცოცხლე და ჯანმრთელობა გახდება გარემოს დაცვის მიზანი მაშინ გარემო დაცული იქნება მხოლოდ ადამიანის კეთილდღეობის მიზნით, და მხოლოდ იმ ზომით რა ზომითაც ის საჭიროა ადამიანის კეთილდღეობისათვის. სანაცვლოდ, ისინი გვთავაზობენ ადამიანის უფლებებისადმი უფრო ჰოლისტიკურ მიდგომას. ისინი აცხადებენ, რომ ადამიანი არის ბიოსფეროს ნაწილი (სიცოცხლის ქსელი დედამიწაზე) და შესაბამისად მათი ვალი კაცობრიობის წინაშე არის განუყოფელი მათი ვალდებულებისაგან გარემოს დაცვაზე. უფრო ფართო ჩარჩოებში ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნებში გაითვალისწინებული უნდა იყოს შინაგანი ფასეულობები და მომავალი თაობების მოთხოვნები, ისევე როგორც სახელმწიფოებისა და ხალხების კონკურენტული ინტერესები.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Смотреть что такое "ადამიანის ეკოლოგიური უფლება" в других словарях:

  • კოლექტიური უფლებები — • მესამე თაობის უფლებების საფუძველს წარმოადგენს სოლიდარობის იდეა. და ეს უფლებები მოიცავს საზოგადოების ან ხალხის კოლექტიურ უფლებებს როგორიცაა მდგრადი განვითარების, მშვიდობის, ან ჯანსაღი გარემოს უფლება. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ისეთი პირობები… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»